www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 24 მარტი / განცხადების ვადა: 7 მაისი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 28 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლებში შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა:

** ეპიდემიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა- ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** ჯანმრთელობის ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული პრაქტიკა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
** გლობალური ჯანმრთელობა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)

მედიცინის სკოლა: ტრავმატოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
** პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
** ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
** სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
** კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
** კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

** ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
** გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
** აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
** სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
** სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
** ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
** სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
** ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
** ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესსა და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ვებგვერდზე (http://www.tma.edu.ge).

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 27-29 აპრილს 10-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge

ვებ-გვერდი http://www.tma.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 07 მაისს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |