www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული სათბური
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 6 ივნისი

კომპანია "ქართული სათბური" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ქართული სათბური" ოპერირებს ბაზარზე 2018 წლიდან. საქმიანობა მოიცავს სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით მაღალი კლასის, ხარისხიანი, ქართული სათბურების წარმოებასა და მონტაჟს მთელი საქართველოს მასშტაბით. "ქართული სათბური" ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან.

ვაკანსიის შესახებ:

** პოზიციის დასახელება - დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
** სამუშაო განაკვეთი - ნახევარი
** ანაზღაურება - ფიქსირებულ ანაზღაურებას + მაღალი ბონუსი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე).

ფუნქცია - მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება
** გაყიდვების არხების მოძიება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება დადგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეული რეპორტინგი
** საბანკო ონლაინ განვადების განაცხადის შევსება კლიენტებისთვის
** დოკუმენტებს წარმოება, საჭიროების შემთხვევაში.

საჭირო უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაბელურობა;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zurabchagunava@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |