www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: ჩემი ფოსტა
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 7 ივნისი

შპს "ჩემი ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე თბილისში.

"ჩემი ფოსტა" ახალი კომპანიაა საფოსტო-საკურიერო მომსახურების სფეროში. სწრაფად მზარდი გუნდი თავის თანამშრომელს აძლევს კარიერული წინსვლის და პიროვნული ზრდის საშუალებას. ჩვენ გთავაზობთ სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და საინტერესო სამუშაოს.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** ​RS-ზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტის მართვის უწყვეტი, ეფექტური და რენტაბელური სისტემის ორგანიზება;
** მარშრუტიზაციის და დისპეტჩერიზაციის ორგანიზება კომპანიაში;
** კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება განრიგის და გეოგრაფიული მდებარეობის თანახმად;
** კურიერების მიერ მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა (კომპანიის დოკუმენტბრუნვის მიხედვით);
** არსებული ავტომობილების და საფეხმავლო კურიერების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა მიღებული შეკვეთებისა და დასახული ამოცანების მიხედვით.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@mypost.com.ge ამასთანავე, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |