www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალ-მილგამყვანის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" "ზეინკალ-მილგამყვანი"-ს პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით, აცხადებს მიღებას ზეინკალ-მილგამყვანის მოსწავლის პოზიციაზე

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება მოსწავლედ ყოფნის პერიოდში: 522 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს "ზეინკალ-მილგამყვანი"-ს პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება პროფესიის ათვისების შემდეგ:

** იოლი სამუშაოების ჩატარება ცენტრალური გათბობის სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზით მომარაგების და სანიაღვრე კანალიზაციის წყალმიმღებების მონტაჟის დროს;
** მილების, ფიტინგების, ფასონური ნაწილების, არმატურისა და სამაგრი საშუალებების დახარისხება;
** ​შუასადებების დამზადება ზომების მიხედვით და მათი დაყენება;
** ქანჩებისა და ჭანჭიკების ხრახნების მორგება, მათი დაკომპლექტება;
** საჭდების დამზადება;
** დამხმარე მასალების მომზადება;
** მილსადენის გადასახსნელის წინა ქანჩთან დაკომპლექტება, ქანჩების ჭანჭიკებთან დაკომპლექტება;
** დამცავი საცობების და სახშობების დაყენება და მოხსნა მილებზე;
** მილგაყვანილობის ცალკეული კვანძების დაშლა;
** ჩასარეცხი ავზაკების რეგულირება;
** ​სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, მილების და სხვა დეტალების ტრანსპორტირება;
** კონსტრუქციებში ხვრელის გაბურღვა ან განგრევა;
** სანტექნიკური მოწყობილობების და მილების სამაგრების დაყენება და დამაგრება.

სამუშაოს მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ზეინკალ-მილგამყვანის მოსწავლე"-ს პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |