www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრანსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

კომპანია "Scroll"-ი აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** მოწესრიგებული, ორგანიზებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარით;
** ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობით;
** სასურველია ლოჯისტიკის ან სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებს და აპლიკაციებს;
** ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა თუნდაც საბაზისო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად.

რა უნდა გააკეთოთ?

** ყოველდღიურად კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების საქმიანობის და მარშრუტის დაგეგმვა მიმდინარე დღეების და კვირების მიხედვით - ვაიზერების მოთხოვნიდან და გეგმებიდან გამომდინარე
** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა
** მსუბუქი ავტომანქანების პარკირების და ტექ-დათვალიერების ვადების კონტროლი, ასევე მათი მოვლა პატრონობა და შეკეთების ორგანიზება.
** საწვავის გადანაწილების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი
** მანქანების დაზღვევის პოლისების კონტროლი
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი სატრანსპორტო საშუალებების ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება
** შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლების/ოპერატორების მოძიება და კადრების სამსახურთან ერთად მათი შერჩევა სამომავლო თანამშრომლობისათვის
** სატრანსპორტო საშუალებების და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის ბაზების წარმოება და ყოველთვიური რეპორტის, უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: jobs@scroll.eco



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |