www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი/დიზაინერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის/დიზაინერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შენობის/ფართის აზომვა და არქიტექტურული ნახაზის შესრულება კომპანიის ბრენდის გათვალისწინებით;
** სავაჭრო ობიექტების ინვენტარის ნახაზის შესრულება და 3D მოდელირება;
** სავაჭრო ობიექტებისათვის დიზაინის ელემენტების შექმნა;
** ცალკეული ობიექტების დეკორაციის კონცეფციის შემუშავება და შესრულება;
** შენობის/ფართის ფასადის შეთანხმება ქალაქების არქიტექტურულ სამსახურებთან;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადები;
** ArchiCAD; 3D Max, Photoshop-ის ცოდნა აუცილებელია;
** Illustrator, InDesign, Corel draw-ის ცოდნა სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა;
** ​ინიციატივიანობა;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge.

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი, 2020 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |