www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კვარიათი ჰილს
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სასტუმრო "კვარიათი ჰილს" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს დამსვენებლების დახვედრა და გაცილება აეროპორტში, რკინიგზის სადგურში
** დამსვენებლების სანაპიროზე ჩაყვანა და ამოყვანა
** დამსვენებლების ბათუმის ტერიტორიის ფარგლებში წაყვანა
** ავტომანქანის მუდმივად სისუფთავის და წესრიგის დაცვა
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დროული სერვისის ჩატარება
** სასტუმროს საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნით მანქანით მომსახურება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
** სასტუმროს პარკინგზე წესრიგის დაცვა
** იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასტუმროში)
** მინივენის მართვის გამოცდილება
** სხვადასხვა მოდელის მანქანების მართვის გამოცდილება
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საჭირო უნარები: ორგანიზებული, აქტიური, ენერგიული, პოზიტიური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ოპერატიული, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ასაკი: 30-დან 50-წლამდე
** სქესი: მამრობითი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კვარიათი.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე
დამსაქმებელი უზრუნველყოფს: პერსონალის კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ავტომობილს (თუმცა განვიხილავთ საკუთარი ავტომობილით (სასურველია მინივენი, ასევე განვიხილავთ ჯიპსაც და სედანსაც) მომსახურების ვარიანტებსაც)

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსია ღიაა 30 კალენდარული დღის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |