www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: სტადიუმ ჰოტელი - თბილისი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სასტუმროების ქსელი "სტადიუმ ჰოტელი - თბილისი" (Stadium Hotel - Tbilisi), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბისი წითელი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** სოციალური ქსელების მართვა - სასტუმროს პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;
** სოციალურ მედიაში არსებული ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზისა და ანგარიშის უზრუნველყოფა
** პრომო კამპანიების მომზადება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია)
** რუსული ენის ცოდნა (უპირატესია).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: HA1L2-hr@accor.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |