www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სარეკლამო კომპანიებისთვის
მომწოდებელი: ჰერა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 27 მაისი

ა/ო ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი "ჰერა" , რომელიც ახორციელებს "წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტს აჭარაში", აცხადებს ტენდერს სარეკლამო კომპანიებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:

გთხოვთ მოგვაწოდოთ ფასები შემდეგ მასალაზე:

** დასადგმელი შტენდერი , ზომა 1-2 მ, 5 ცალი და მეტი
** ბრენდირებული საწერკალამი - 400 ცალი, 500 ცალი
** სტიკერი- 1000 ცალი, ზომა 5-5სმ და ზომა 6 -6სმ-ზე
** ბრენდირებული პოლიეთილენის პარკები-A4 ზომის , 1000 ცალი, 
** ბლოკნოტი-A6, 48-ფურცლიანი, 500 ცალი და 1000 ცალი
** ბრენდირებული მაისური ორხმრივი ბეჭდვით (წინა გვერდი-4 ფერი და მეტი, უკანა-ერთი ფერი) - 400 ცალი, 500 ცალი
** ბრენდირებული კეპები - 100 ცალი, 200 ცალი, 300 ცალი 
** ბრენდირებული სილიკონის სამაჯური - 400 ცალი, 500 ცალი
** ბრენდირებული ნაჭრის ჩანთები - საშუალო ზომის , 200 ცალი, 300 ცალი
** ბრენდირებული ჭიქები - 100 ცალი, 200 ცალი
** ბრენდირებული სახაზავი - 300 ცალი, 500 ცალი 

შერჩევის კრიტერიუმები:

ისეთ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის მასალების ბეჭდვის გამოცდილება და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა.
ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა გამოაგზავნონ სატენდერო დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასის ცხრილი(დღგ-სგარეშე)კომპანიის ბეჭდით დამოწმებული.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ თქვენი განაცხადი წარადგინოთ არა უგვიანეს ა.წ. 27 მაისისა 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.ქუთაისი, მესხის ქ.67 ან ელ.მისამართზე: marika.davituliani@gmail.com 

საკონტაქტო პირი: მარიკა დავითულიანი 
ტელ: 599 257172



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |