www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 64456_btu_9596552.zip
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

1.1. მენეჯმენტი:

** სტრატეგიული მენეჯმენტი: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
ადამიანური რესურსების მართვა: ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
** ოპერაციათა მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია.

1.2. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია.
1.3 მარკეტინგი: ასოცირებული პროფესორი 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია.
1.4 მეწარმეობა და ინოვაციები: ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია.
1.5 ეკონომიკა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია.
1.6 მათემატიკა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია.
1.7 სტატისტიკა: ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია.
1.8 საერთაშორისო სამართალი: პროფესორი - 01 ვაკანსია.
1.9 ინგლისური ენა: ასოცირებული პროფესორი - 05 ვაკანსია.
1.10. ინფორმაციული ტექნოლოგიები:

1.10.1. პროგრამირება:

ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია

აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:

** პროგრამირება (Python)
** პროგრამირება (JVM, JXT, Spring)
** მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android)
** ვებ დაპროგრამება (Javascript, Node.js, Angular, React.js)
** მანქანური სწავლება
** მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები
** თამაშების დეველოპმენტი (UE4)

1.10.2. უსაფრთხოება / კომპიუტერული ქსელები

ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია

აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:

** ინფორმაციული უსაფრთხოება
** კიბერუსაფრთხოება
** ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი
** ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი
** კომპიუტერული ქსელები (CCNA)
** უკაბელო კავშირგაბმულობა (CWNA)
** ავტომატური სისტემების უსაფრთხოება

1.10.3. ოპერაციული სისტემები

პროფესორი - 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია

აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:

** ოპერაციული სისტემა LINUX
** სერვერული ოპერაციული სისტემები Windows Server:
** ღრუბლოვანი სისტემები (AWS)
** IOT და ჩაშენებული სისტემები
** ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS)
** ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით
** კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS)

1.10.4. ინფორმაციული სისტემები

პროფესორი - 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია

აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:

** კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible)
** ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია
** მართვის ავტომატური სისტემები - Kubernetes
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
** მონიტორინგის სისტემები
** სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი

1.10.5 მონაცემთა ბაზები

ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია

აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:

** მონაცემთა ბაზები (ORACLE)
** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (OCA)
** არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:

1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

2. საკონკურსო მოთხოვნები პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.

3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობებისთვის შესაძლებელია პროფესიული ნიშნით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევა, თუ ამ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ - ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება - საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** შევსებული "კონკურსანტის ანკეტა" (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
** ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.

შესარჩევი ვადები:

** საკონკურსო საბუთების მიღება: 10.06.2020 - 15.06.2020;
** კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 16.06.2020 - 22.06.2020;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 23.06.2020;
** საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 24.06.2020
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა: 25.06.2020 - 26.06.2020;
** კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 29.06.2020 - 02.07.2020;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 03.07.2020;
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 06.07.2020.
** საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.

საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ. ფორმით - ბტუ-ს ელ.ფოსტაზე - vacancy@btu.edu.ge გაგზავნით.

დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი ნ. მიქანაძე, კანცელარიის სამსახურის უფროსი. საკონტაქტო ტელ. +995 599729989; ელ. ფოსტა: info@btu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |