www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მღებავის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი"დელტა" "მღებავი"-ს პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით აცხადებს მიღებას, მღებავის მოსწავლის პოზიციაზე.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება მოსწავლედ ყოფნის პერიოდში: 522 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს "მღებავი"-ს პროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება პროფესიის ათვისების შემდეგ:

** ზედაპირების შეღებვა, რომლებიც არ მოითხოვენ მაღალხარისხოვან დამუშავებას, საგოზავის წასმის შემდეგ, გრუნტის ფენას და მათ გაპრიალებას, სხვადასხვა გამაპრიალებელი მასალებით;
** დეტალების შეღებვა ამოვლების მეთოდით და ფუნჯით საგოზავისა და გრუნტის გარეშე;
** შესაღები ზედაპირების გაწმენდა ხენჯისაგან, კოროზიისაგან, ლაქ-საღებავების ნარჩენებისაგან, მტვრისა და სხვადასხვა ჭუჭყისგან ფუნჯით და საფხეკელებით;
** დეტალების გარეცხვა ტუტეებით, წყლით და გამხსნელებით;
** ​ზედაპირების მომზადება შესაღებად;
** ზედაპირების განცხიმვა, ალიფით დაფარვა და გრუნტით დაფარვა;
** ლაქ-საღებავი მასალების გაფილტვრა;
** შეღებილი ნამზადების შრობა;
** გაწმენდა და გარეცხვა გამოყენებული ინსტრუმენტების, ფუნჯების, ტრაფარეტების, ტარის, საღებავის გამფრქვევის, შლანგების;
** ​ლაქ-საღებავის მიღება და სამუშაო ადგილზე მიტანა;
** დეტალების, ნამზადების სპეციალურ მოწყობილობაზე ჩამოკიდება და მოხსნა შეღებვის შემდეგ;
** საღებავების, ლაქების, საგოზავების, გრუნტის და საცხების შედგენა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მღებავის ხელმძღვანელობით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მღებავის მოსწავლე"-ს პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |