www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კვარიათი ჰილს
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სასტუმრო "კვარიათი ჰილს" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით
2. სამზარეულოს/სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა
3. ინგრედიენტების წინასწარ მომზადება
4. სამზარეულოს მარაგების კონტროლი
5. პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი
6. პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით.
7. შესყიდვების განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მარაგების შევსების მიზნით
8. იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად
9. ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი სამუშაო გრაფიკი კერძების დროულად მზადყოფნის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროში, რესტორანში).

პიროვნული თვისებები:

ორგანიზებული, აქტიური, პუნქტუალური, ოპერატიული, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |