www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექთნის დამხმარე
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხმარე.

სავალდებულოა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან).

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების დამზადება/გამოყენება;
** სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
** პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთნის დამხმარე).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 მაისი.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |