www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ოფიცერი, სტაჟიორი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 9 ივნისი

გახდი "ლიდერ კრედიტის" გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიებს სემდეგ პოზიციებზე:

1. ბიზნეს სესხების საკრედიტო ოფიცერი

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, ქ. ხაშური, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** სასესხო ფორტფელის მართვა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით, ან სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი აღნიშნული მიმართულებით.
** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის).

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გაყიდვების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

2. ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. მარნეული
პერიოდი: 1 თვიდან 3 თვემდე

სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკულად შეისწავლით:

** მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
** ახალი კლიენტების მოზიდვისათვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტზე წარდგენას;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვას.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებით/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველია რუსთავისა და მარნეულის კანდიდატებისთვის).

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა.

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია: http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) .

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |