www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

კომპანია Scroll აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მოწესრიგებული, ორგანიზებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარით;
** ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობით;
** სასურველია ლოჯისტიკის ან სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებს და აპლიკაციებს;
** ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დღის ცვლასთან ერთად უნდა შეეძლოს ღამის ცვლაში მუშაობა;
** ინგლისური ენის ცოდნა თუნდაც საბაზისო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

რა უნდა გააკეთოთ?

** ელ.სკუტერების საწყობის მართვა;
** ელ.სკუტერების დატვირთვასა და ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** პროცედურების გაწერა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილების შეტანა საწყობის ეფექტურად მართვისთვის;
** სასაწყობე ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ელ. სკუტერების ნაწილების მიღება და დასაწყობება;
** ელ. სკუტერების ნაწილების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება წინასწარ შემუშავებული პროცედურების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების საბუთის გამოწერა rs.ge-ზე;
** საწყობის პერიოდული აღწერა და ინვენტარიზაცია;
** მექანიკოსთან და საოპერაციო ხელმძღვანელთან კონსულტაციით საწყობის პროცედურების ანალიზი და გამარტივება, საწყობის გამართულად და ეფექტურად მუშაობისთვის;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: jobs@scroll.eco



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |