www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: სენა აუტო
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

"სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების არსებული ბაზის მართვა და სისტემატიური კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების შესწავლა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** გაყიდვების განხორციელება;
** კლიენტის ვიზიტის დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
** კორპორატიული კლიენტების მიღება, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** კლიენტის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ყოველკვირეული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
** ადამიანთა მოსმენისა და დარწმუნების უნარი
** პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: office@senamotors.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |