www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", აცხადებს ვაკანსიას, ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ენერგეტიკა;
ანაზღაურება: 900-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ევალება ტექნოლოგიური დანადგარებისათვის: ელექტრო ქსელების, ჰაერისა და წყლის ქსელების მიყვანა და სხვა საჭირო კომუნიკაციების გაყვანა, ადგენს მათთვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების ნუსხას;
** ადგენს, აგეგმარებს და უზრუნველყოფს საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავებას და ნახაზების შედგენას დაგეგმილი სამუშაოების შესაბამისად;
** ​ევალება ტექნიკური დოკუმენტაციის აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა (ჩარხდანადგარების პასპორტები, ენერგომომარაგების ქსელების ნახაზები და სხვა);
** ხელმძღვანელობს ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით, ელექტრო დანადგარების მოწყობის წესებით. მონაწილეობას ღებულობს მუშებისთვის ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარებაში;
** ხელმძღვანელობს ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებით, შესაბამისი კანონდებლობით და წესებით, ტექნოლოგიური პროცესებით, ნახაზებით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
** არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საინჟინრო ტექნიკური საგნების ცოდნა ენერგეტიკულ დარგში;
** ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო სტანდარტების, ტექნოლოგიური პროცესების, ნახაზებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ინჟინერ-ენერგეტიკოსი ", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |