www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კვარიათი ჰილს
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სასტუმრო "კვარიათი ჰილს" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და სერვირება;
** კოქტეილების და ცივი სასმელების მომზადება;
** ანგარიშსწორების წარმოება;
** ბარის მოწესრიგება;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** გაყიდვების სტიმულირება ეფექტიანი მომსახურებითა და შეთავაზებით;
** სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა;
** შეკვეთების მიღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვების სტიმულირება ეფექტიანი მომსახურებითა და შეთავაზებით;
** მენიუს ყველა შემადგენელი კომპონენტის დეტალურად ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გაცნობა;
** იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროში, რესტორანში);
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: სალარო აპარატთან მუშაობის ცოდნა.
** საჭირო უნარები: ორგანიზებული, აქტიური, ენერგიული, პოზიტიური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ოპერატიული, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ასაკი: 28-დან 40-წლამდე

სამუშაო გრაფიკი: სრული
კვება: პერსონალის კვებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კვარიათი.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსია ღიაა 30 კალენდარული დღის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |