www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცველი/დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: დეტი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

კერძო დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ ბათუმში მცველის - დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე!

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში და და მომავალშიც სტაბილურად აგრძელებს განვითარებას.
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა (4 საათიანი დასვენებით - ძილი)

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** სიმაღლე 178 სმ-დან;
** სპორტული აღნაგობა;
** ასაკი - 20 წლიდან;
** უმაღლესი განათლება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ზრდილობიანი და კულტურული
** დისციპლინირებული
** ლოიალური
** გაწონასწორებული და თავდაჯერებული

თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს 2020 წლის 15 ივნისამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV სასურველია ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დაცვის თანამშრომელი " ბათუმი" და თქვენი სახელი, გვარი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |