www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციის მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი)
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის დისტრიბუტორების გუნდის მართვა, მონიტორგინგი და მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების განრიგისა და რეგლემენტის შედგენა დისტრიბუტორებისთვის და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** დისტრიბუციაში დადგენილი კრედიტ ლიმიტებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების მონიტორინგი, მართვა და შემცირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდისა და სტიმულირებისათვის კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ინიციატივების, სტრატეგიული გემის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის გაყიდვების სტიმულირების მიზნით წინასწარ განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და კომპანიის შეთავაზებებში კლიენტების ჩართულობის ხელშეწყობა;
** სადისტრიბუციო ბიუჯეტის მართვა და მისი ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა;
** სადისტრიბუციო მანქანების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი, რომლის წვაც არ აღემატება 20Gel/100კმ.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.

კომპანია დისტრიბუციის მენეჯერს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუციის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |