www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი - სტაჟიორი
მომწოდებელი: სენდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

"სენდი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT მხარდაჭერის სპეციალისტის (Helpdesk) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება სტაჟირების დროს: 250 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო ადგილის რაოდენობა: 1 (ერთი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** ლოკალური ქსელის კაბელირება და მხარდაჭერა;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებზე კონფიგურაცია;
** მომხმარებლებისთვის დისტანციური ან/და ლოკალური დახმარება;
** ყოველდღიურ სამომხმარებლო ტიპის პრობლემებზე რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა;
** ქსელის მუშაობის პრინციპების ზოგადი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორი დასაქმდება კომპანიაში.

კომპანიის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://sandy.ge

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტო სურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@sandy.ge

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |