www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: BHP International
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას BHP International (Georgia) აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ - მშენებლის პოზიციაზე, მშენებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა მოთხოვნილი ტექნოლოგიის და ხარისხის დაცვით
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი
** სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების ყოველდღიური კონტროლი და ზედამხედველობა;
** სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშის მომზადება
** შესრულებული სამუშაოების აღნუსხვა, კონტროლი ხარჯებისა და მოცულობების თვალსაზრისით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროექტების წაკითხვა/გარჩევა.
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Exel, Word) სრულყოფილად
** Autocad და Archicad პროგრამების ცოდნა, ჩამოთვალთან ერთად, Microsoft Project-ის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა.

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და წერილში აუცილებლად მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:

** რომელი ტიპის, მშნებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე გაქვთ მუშაობის გამოცდილება;
** ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენს მიერ შესრულებული პროექტები (მოკლე აღწერით);
** სასურველი ხელფასი რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის;

გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, აღნიშნულის მითითების გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება: info@bhp-int.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |