www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, დაზღვევა, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** ტერიტორიაზე არსებული მცენარეების მოვლა-პატრონობა (მორწყვა, შეწამვლა და სხვ.)
** მინდვრის საფარის მოვლა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითეებით სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 019 177

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |