www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

დეველოპერული კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის იურიდიული სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა;
** კომპანიისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სამართლებრივი დავების მართვის გამოცდილება(სასურველია):
** კომპანიის სახელით ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება;
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაცის მომზადება, აღრიცხვა და სათანადო რეესტრის წარმოება.
** კომპანიის ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობისას;
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი შენიშვნების/შესწორებების შეტანა;
** იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, წერილობითი დოკუმენტაციის, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინსტრუქციების და სხვ. შედგენა/მომზადება;
** კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის პერიოდული შემოწმება/შესაბამისობაში მოყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება;
** სამოქალაქო სამართლის / მათ შორის საპროცესო და შრომის კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: hr@sferoholding.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |