www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Brand R
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

განათების მაღაზიათა ქსელი "Brand R" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი პირველი შოურუმი გაიხსნა 2014 წელს წერეთლის 116-ში, შემდეგი მაღაზია 2016 წელს ელიავაზე, ხოლო ბოლო ფილიალი ცინცაძის 26-ში, 2019 წელს. 2014 წლიდან დღემდე, "Brand R" ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდა თავის სფეროში.

იხ. ვებ-გვერდი: http://www.brandr.ge/
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** რეკომენდაციების კომპლექსის ფორმირება, კომპანიის სტრატეგიის კორექცია გაყიდვების სფეროში ბაზრის სპეციფიკის და ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით ღონისძიებების და სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
** აქტუალური მოხსენებების ფორმირება, რომლებიც ასახავენ არსებულ სიტუაციას ბაზარზე (კონკურენციის დონე, შესაძლო პარტნიორები, ასორტიმენტის გაფართოება, სიახლეები ბაზარზე და ა.შ.);
** ინფორმაციის მოწოდება კონკურენტების შესახებ (საფასო პოლიტიკა, საქმიანობის მიმართულება);
** ინფორმაციის მოწოდება მომხმარებლის შესახებ (მომხმარებლის ფუნქციონალური დაყოფა, ყველა სეგმენტისთვის აუცილებელი ასორტიმენტის ფორმირება, სიახლეების ოპერატიული მოწოდება);
** საქმიანობა მიმართული კლიენტების ლოიალობის ასამაღლებლად; სპეციალური ღონისძიებების გატარება (ანკეტირება, გამოკითხვა) მომხმარებლის მოსაზიდად;
** მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება, რეკლამისა და PR საქმიანობის მონიტორინგი, ბიუჯეტის შედგენა და მონიტორინგი, სოც. მედიის მონიტორინგი;
** მედია საშუალებებთან, სარეკლამო კომპანიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
** სასაქონლო და საფასო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის სიტუაციური ანალიზი;
** გაყიდვების მოცულობის პროგნოზირება და შემდგომი ბაზრის სეგმენტის დაუფლება;
** კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა და ამის გამოყენება კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით
** სავალდებულოა მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სოციალური მედია და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** დამარწმუნებელი არგუმენტაციისა და კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დასახული ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: ltd.brandr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |