www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ირინას აფთიაქი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"ირინას აფთიაქი" ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო (ფარმაცევტული) განათლება;
** აუცილებელია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი ;
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ორნაგიზებულობა, პუნქტუალობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება და კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** დეფექტურის მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მიღებული საქონლის შედარება ზედნადებთან;
** რეალიზებული მედიკამენტების ნაშთების შედარება პროგრამულთან;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** სისუფთავის მუდმივი დაცვა;

დამატებითი მოთხოვნა: სადღეღამისო ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: irinapharmacy.official@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება!

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |