www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

შეფუთვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი საქართველოში "ფაბრიკა 1900" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანია გთავაზობთ დასაქმებას შემდგომი წინსვლის და განვითარების პერსპექტივით.

ადგილმდებარეობა: სოფ. ძეგვი (მცხეთასთან ახლოს), ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა (იმპორტი);
** შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომწოდებელთან მოლაპარაკებისა და მიმოწერის წარმოება;
** ხელშეკრულებების გამზადება, მოწოდების ვადების განსაზღვრა და კონტროლი;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური მოთხოვნადი პროდუქციის გამოვლენა, საფასო საკითხების ანალიზი;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხების კოორდინაცია;
** შესყიდული საქონლის მარაგის მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მკაფიო, გამართული მეტყველება;
** პოტენციურ მომწოდებლებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მონაცემების შეგროვების და ანალიზის უნარი;
** დაგეგმვის და სამუშაოს ოპტიმალურად გადანაწილების უნარი.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე: hr@fabrica1900.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი".

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "ფაბრიკა 1900"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება "ფაბრიკა 1900"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |