www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესორი - მასობრივი კომუნიკაცია, მედია
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.

მიმართულება: მასობრივი კომუნიკაცია, მედია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 8 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ზემოთ მითითებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კვალიფიციური პერსონალის შერჩევა პროფესიული ნიშნით, რომელთა კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** ავტობიოგრაფია (CV)
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი.

კონკურსის ჩატარების ვადები:

საბუთების მიღება: 2020 წლის 22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით;
კანდიდატებთან გასაუბრება: 25 ივნისი.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@gipa.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 599 176717.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |