www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რკინის საწარმოს მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

კომპანია "ფოლადის სახლი", ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას რკინის საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოში არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესის მართვა;
** შემოსული შეკვეთების შესრულება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** შეკვეთის მიღება, დამუშავება და წინასწარი ანალიზი;
** შეკვეთის მიღების შემთხვევაში კლიენტთან მიმდინარე ანგარიშის წარდგენა;
** კლიენტის შენარჩუნება და ხანგრძლივ ბიზნეს ურთიერთობაზე მუშაობა;
** არსებული გუნდის მართვა;
** გუნდის წევრების გაზრდა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** ანგარიშის მომზადება კომპანიის დირექტორთან წარსადგენად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რკინის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. იუმაშევის ჩიხი #14, რკინიგზის სადგურ ლილოს მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

დამატებითი ბენეფიტები:

** კვება
** ტრანსპორტირება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რკინის საწარმოს მენეჯერი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აყვანილ კანდიდატს ადგილზე შევასწავლით სამუშაო სპეციფიკას.

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |