www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"ვივო მედიქალ ჯგუფი" საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო", ბოხუას "სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი", სამედიცინო ცენტრი "ინოვა", "ინოვა ინვიტრო", "ჟორდანიას კლინიკა".

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" რეგისტრატორის პოზიციაზე (მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი).

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების ისტორიის გახსნა;
** სსიპ სპეციალური სააგენტოს პორტალზე სახელმწიფო ბენეფიციარების შეტყობინების გადაცემა, მკურნალობის მიმდინარედ ცვლილების დაფიქსირება და რიგ შემთხვევებში დახურვა;
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განთავსებული გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის სისწორის გაკონტროლება;
** საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებისთვის შეტყობინების გადაცემა და დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას;
** პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან თანაგადახდის წილის დათვლა და სალაროს მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური
** რუსული

კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერული საოფისე პროგრამები

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |