www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

"ზღაპარი" ამ ეტაპზე 24 ფილიალს აერთიანებს, მისი წარმატება და მზარდი განვითარება მოტივირებული და შრომისმოყვარე გუნდის დამსახურებაა.

გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფილიალის მისამართია: ნუცუბიძე, თოფურიას 12

გახდით ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი, ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას აქტიური კარიერული განვითარების.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
** სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების კონტროლი.
** არსებული ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციების შედარება რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან.
** სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთა პროგრამულად მომწოდებლებთან სტანდარტების დაცვით.
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისაგან მიღებული პროდუქციის მიღება სტანდარტების დაცვით.
** მაღაზიის მომსახურე პერსონალის დღის რეჟიმის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი.
** ადმინისტრატორების მიერ განხორციელებული საქმიანობის კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
** წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებების აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი.
** პოტენციურ დასაქმებულთან მოლაპარაკებების წარმართვისა და შეთანხმების უნარი.
** საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთათვის საქმიანობის სწავლების უნარი.
** აქტიური კომუნიკაცია დაქვემდებარებულ პირებთან.
** მომხმარებელთათვის სრულყოფილი მომსახურეობის მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Excel, Word, E-mail)
** სასურველია პროგრამა apex-ის ცოდნა.
** აუცილებელია მენეჯერი იყოს ობიექტური, კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, თავაზიანი, თანამშრომელთა და მომხმარებელთა მიმართ.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი სრული: ორშაბათი- შაბათი 10:00-19:00
** საგამოცდო ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
** ვაკანტური პოზიცია გულისხმობს ერთთვიან ანაზღაურებად გადამზადების ეტაპს.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის 2 ეტაპს: ონლაინ და პირისპირ გასაუბრებას.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge. არაუგვიანეს 2020 წლის 30 მაისისა მიუთითეთ პოზიციის დასახელება " ფილიალის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |