www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლაბორატორიული ხელსაწყოების სერვის ინჟინერი
მომწოდებელი: მულტიტესტი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

ლაბორატორია "მულტიტესტი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული ხელსაწყოების სერვის ინჟინრის თანამდებობის დასაკავებლად.

ლაბორატორია "მულტიტესტი" უზრუნველყოფს გამარჯვებული პრეტენდენტის ტრეინინგს (ლაბორატორიული ხელსაწყოების ინსტალაცია, დაკალიბრება, შეკეთება).

ტრეინინგები ჩატარდება პერიოდულად (მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში).

აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს (როგორც გეგმიურ ასევე მოთხოვნის შემთხვევაში) საქართველოს რეგიონებში.

მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:

** ასაკი: 25-50 წლის
** განათლება: უმაღლესი, ინჟინერი (პრიორიტეტი მიენიჭება პრეტენდენტს, რომელსაც გააჩნია გამზომი და/ან ლაბორატორიული ხელსაწყოების სერვის ინჟინრად მუშაობის გამოცდილება)
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (პრეტენდენტს თავისუფლად უნდა შეეძლოს აღნიშნულ ენებზე კომუნიკაცია, როგორც ზეპირად ასევე წერილობით)
** კომპიუტერი: საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტი მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც ასევე ფლობს სხვა კომპიუტერულ პროგრამებს)

პირადი თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით, ინგლისურ ენაზე, მისამართზე: info@multitest.ge

განაცხადების მიღება იწარმოებს 15 ივნისამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |