www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ამხანაგობის თავმჯდომარე
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას ამხანაგობის თავმჯდომარის პოზიციაზე თბილისში.

"სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: (http://www.citycom.ge)

ჩვენ გთავაზობთ მოქნილ სამუშო გრაფიკს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთო საკუთრების სათანადოდ მოვლა-პატრონობისთვის სხვადასხვა ღონისძების დაგეგმვა/განხორციელება;
** ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილების შესრულება;
** ამხანაგობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის/წესდების დაცვის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების კრების მოწვევა, შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა და კრებაზე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
** ამხანაგობის თითოეული წევრისთვის, ამხანაგობის წევრთა მიერ ნებისმიერი გადასაწყვეტი თუ გადაწყვეტილი საკითხების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება;
** ამხანაგობასთან შეთანხმებით მათ პირად ანგარიშზე არსებული თანხების მიზნობრივი განკარგვა;
** ამხანაგობის მიერ წესდებით დადგენილი გადასახადების სრულად და დროულად გადახდის ორგანიზება და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, მშენებლობისა და რემონტისთვის პროცესის ორგანიზება: თანამშრომლების დაქირავება, მათთან ხელშეკრულების დადება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ამხანაგობასთან შეთანხმებით, მათი სახელით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მათი ხელმოწერა და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის დაინტერესებული მხარესთვის მიწოდება;
** შეასრულოს კანონითა და წესდებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
** ახალი ამხანაგობების მოძიება და მათი მართვა.

თუ თქვენ ხართ:

ენერგიული, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული, შეგიძლიათ დროის ეფექტურად მართვა და სწორი პრიორიტეტების დასახვა, გაქვთ მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი, შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად მუშაობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge. სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 032 2 23 24 25



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |