www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ესეების კონკურსი- ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის
მომწოდებელი: AA Facility
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი" (AA Facility) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის".

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, აცხადებს ესეების (ნარკვევების) კონკურსს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის თემაზე, "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის".

ონლაინკონკურსი ტარდება ევროინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი და რომლის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური რეზულტატების შესახებ.

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე (ნარკვევი) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი ზეგავლენის შესახებ, მსგავსი ტიპის რომელიმე სპეციფიკური თემის გარშემო:

** ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
** დემოკრატიული მმართველობა
** განათლება და მობილობა
** ენერგეტიკა
** გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება
** სოფლის მეურნეობია
** ეკონომიკური განვითარება, თავისუფალი ვაჭრობა და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობები
** სტრატეგიული კომუნიკაცია და თავისუფალი გადაადგილება

კონკურსის სპეციალური ჟიურის წევრები, რომლის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) წარმომადგენლები და უცხოელი და ქართველი ექსპერტები, გამოავლენენ 10 საუკეთესო ესეს (ნარკვევს), რომლებიც გამოქვეყნდება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა www.aa.ge და პროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/AAFacility. 3 საუკეთესო ესეს ავტორს კი გადაეცემათ 150 ევროს ეკვივალენტის ღირებულების ვაუჩერი და ექნებათ საშუალება აირჩიო შემდეგი პრიზებიდან:

** "ბიბლუსის", Amazon.com წიგნების გამოწერის ვაუჩერი
** ხელმოწერა ელექტრონულ ბაზაზე, ან ონლაინ რესურსებზე
** ელექტრონული რიდერი (Kindle) 1 წლიანი ვაუჩერით

გამარჯვებული ნაშრომების ავტორები მიიღებენ პრიზებს დაჯილდოების შესაბამის ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავზე.

კონკურსში - "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის" - მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.
პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული ნამუშევრების შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით შეფასება:

** ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე
** ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 800-1500 სიტყვას
** მოკლე რეზიუმე უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე
** მოკლე რეზიუმე მოცულობა უნდა შეადგენდეს 150-250 სიტყვას
** ესე და მოკლე რეზიუმე უნდა მომზადდეს ელექტრონულ (MS Word ან PDF) ფორმატში
** ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen-ის შრიფტით, რომლის ზომა უნდა შეადგენდეს 11-ს, ხოლო ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.15-ს
** წერილის საგანში უნდა მიუთითოთ: "ესეების კონკურსი"

ნამუშევრებს, რომლებიც გაივლიან ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს, შეაფასებენ ჟიურის წევრები 100-ქულიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

შეფასების ძირითადი კრიტერიუმი და მაქსიმალური ქულა:

** კონკურსის ძირითად თემასთან - ასოცირების შეთანხმების დადებითი ზეგავლენა - შესაბამისობა - 20
** კონკურსის სპეციფიკურ თემასთან შესაბამისობა - 30
** გამართული სტრუქტურა და გასაგები არგუმენტაცია - 15
** სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების რელევანტური გამოყენება - 15
** გამოყენებული წყაროების მრავალფეროვნება და შესაბამისობა - 10
** ტექსტის ორიგინალური და მხატვრული სტილი - 10

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა მოგვაწოდონ მათ მიერ მომზადებული ესე (ნარკვევები) და ნამუშევრის მოკლე რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: aa@parliament.ge, არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივნისის 20:00 საათისა.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი დამატებითი პირობებიც:

** შედეგების გამოქვეყნებამდე თქვენი ნამუშევარი არ უნდა გამოქვეყნდეს არც ერთ მედიასა თუ სოციალურ ქსელში
** ნამუშევრის ელ-ფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ნამუშევარი თქვენი შექმნილია და, შესაბამისად, თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს
** კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ნამუშევარი ვებგვერდზე, გამოფენაზე, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით)

წინასწარ დარეგისტრირებულ სტუდენტებსა და დოქტორანტებს პირადად დაეგზავნებათ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ვიდეოლექციები 25 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში. ამისათვის მათ უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 2020 წლის 25 მაისამდე, შემდეგი სახის ინფორმაციის ელ-ფოსტით გამოგზავნის გზით:

** სახელი, გვარი
** უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი)
** თემის სათაური

ვიდეოლექციები ასევე ხელმისაწვდომი იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ვებგვერდსა http://ww.aa.ge და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე http://www.facebook.com/AAFacility. ამასთან, გაიმართება ონლაინ პანელური დისკუსია ექსპერტების, საჯარო მოხელეებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე, რომელზე დასწრებაც ასევე შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |