www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტის (Bazis Woodworker) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავეჯის კონსტრუირება 3D - Bazis Woodworker პროგრამაში;
** საწარმოო სქემის შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავეჯის სპეციფიკის ცოდნა;
** ავეჯის კონსტრუირების საფუძვლების ცოდნა;
** 3D პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება:
** Autodesk programs, Corel Draw;
** Bazis woodworker-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ძირითადი პროგრამა);
** MS Office-სთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (პროგრამის ძირითადი ინტერფეისი რუსულ ენაზეა).

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Lmelitauri@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - შაბათი 09:00 - 18:30

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
http://www.Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |