www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმაღლ. საგანმანათლებლო პროგრამ. განმახორც შესარჩევი კონკურსი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 65190_btu_1673748.zip
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევ კონკურსს შემდეგი მიმართულებებებით:

** მარკეტინგი;
** ოპერაციათა მენეჯმენტი;
** დაზღვევა;
** ფინანსური აღრიცხვა;
** ფინანსური მენეჯმენტი;
** აუდიტი;
** ციფრული აუდიტი;
** პროდუქტის დიზაინი და მენეჯმენტი;
** UX და UI დიზაინი;
** აგროტექი და გარემოს ტექნოლოგიები;
** სტატისტიკა;
** მათემატიკა;
** პროგრამირება (Python);
** პროგრამირება (JVM, JXT, Spring);
** ინფორმაციული უსაფრთხოება/ კიბერუსაფთხოება;
** კომპიუტერული ქსელები (CCNA);
** ვებ დაპროგრამება (Javascript, Node.js, Angular, React.js)
** ოპერაციული სისტემა LINUX;
** კრიპტოლოგია;
** ვირტუალიზაციის სისტემები;
** VOIP ტექნოლოგიები;
** 3D კომპიუტერული გრაფიკა / 3D მოდელირება;
** მონაცემთა ბაზები (ORACLE);
** მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი;
** სერვერული ოპერაციული სისტემები Windows Server;
** IOT და ჩაშენებული სისტემები;
** მანქანური სწავლება;
** ღრუბლოვანი სისტემები (AWS);
** მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები;
** გეო-საინფორმაციო ტექნოლოგიები GIS);
** უკაბელო კავშირგაბმულობა (CWNA);
** თამაშების დეველოპმენტი (UE4);
** ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციული მართვა - Agile;
** ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS);
** ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით;
** არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb);
** კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS);
** კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible);
** ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია;
** მართვის ავტომატური სისტემები - Kubernetes;
** სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება;
** ღრუბლოვანი სერვისი AWS CloudFormation;
** მონიტორინგის სისტემები;
** ავტომატური სისტემების უსაფრთხოება.
** ვაკანსიების რაოდენობა - მაქსიმუმ 3 თითოეული გამოცხადებული მიმართულებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან უმაღლესი განათლება, პროფესიული გამოცდილება და სპეციალური მომზადება. ბტუ უფლებამოსილია განსაზღვროს საკონკურსო სფეროები, რომლებშიც უშვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევის შესაძლებლობას, თუ ამ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ - ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება - საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ასეთ საკონკურსო მიმართულებად განისაზღვროს - ინფორმაციული ტექნოლოგიები (ყველა გამოცხადებული მიმართულება), ვაკანტური აკადემიური თანამდებობა - ასისტენტ-პროფესორი.

შერჩევის კრიტერიუმები:

წარმოდგენილი სილაბუსის და გასაუბრების შეფასება, შესაბამისი სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება, პროფესიული გამოცდილება (ე.წ. "სტაჟი"), საერთაშორისო გამოცდილება (მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში - დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობა), ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცების და/ან გამოცემული ნაშრომების არსებობა. უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია და წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია.

წარმოსადეგნი დოკუმენტები:

** განცხადება რექტორის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ;
** შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.

შერჩევის პროცესის ვადები:

ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 19.05.2020;
საბუთების მიღება: 12 ივნისის ჩათვლით;
შერჩევის I ეტაპი (საბუთების შესწავლა და II ეტაპზე გადასულ პირთა ინფორმირება): 19.06.2020;
შერჩევის II ეტაპი (გასაუბრება, რეგლამენტი - 10-15 წთ): 22.06.2020 - 26.06.2020;
საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 04.07.2020

საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით - ბტუ-ს ელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.

დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი ნ. მიქანაძე, კანცელარიის სამსახურის უფროსი. საკონტაქტო ტელ. +995 599729989; ელ. ფოსტა: info@btu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |