www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ტექნიკური დიზაინერი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

შეფუთვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი საქართველოში, "ფაბრიკა 1900" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანია შერჩეულ კანდიდატს სთავაზობს შესანიშნავ სამუშაო გარემოს; ანაზღაურებას განისაზღვრება კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა: სოფ. ძეგვი (მცხეთასთან ახლოს), ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** გრაფიკული საბეჭდი ფაილების დამუშავება (დიზაინი);
** მუყაოს საჭრელი ფორმებისთვის საჭირო ნახაზების შექმნა, დამუშავება;
** საბეჭდი ფორმების დიზაინის შექმნა, დამუშავება;
** მომწოდებლებთან და დამკვეთებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადებიც);
** უპირატესობა მიენიჭებათ გაძლიერებული მათემატიკური სკოლის და ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ნებისმიერი ვექტორული პროგრამის (CorelDRAW ან Adobe Illustrator, Adobe Photoshop-ის და AutoCAD) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Adobe Acrobat და საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** კრეატიული ხედვა;
** დეტალების მიმართ ყურადღება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ტექნიკური დიზაინერი".

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "ფაბრიკა 1900"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება "ფაბრიკა 1900"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |