www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯი პი ემ
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

შპს "საქართველოს ქაღალდის წარმოება" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევის დას, გივი ამილახვარის ქ.23
სტრუქტურული ერთეული - ფინანსური დეპარტამენტი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესის ბუღალტრული ასახვა: წარმოების აქტების მომზადება, საწარმოო ნედლეულის შიდა გადაცემის ასახვა და ნაშთების კონტროლი;
** რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშება და კონტროლი;
** საექსპორტო ოპერაციების ბუღალტრული ასახვა;
** თანამშრომელთა ერთობლივი შემოსავლის დასაბეგრი ბაზების მომზადება და ბუღალტრული გატარება (თანამშრომელთა კვება, ტრანსპორტირება და ა.შ.)
** ბუღალტრული ანგარიშების დროულად შედგენა, საბუღალტრო საბუთების წარმოება, გაფორმება და დაარქივება.
** საბანკო ოპერაციების განხორციელება;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან; მათ შორის (მოგება ზარალის უწყისი, ბალანსის უწყისი, ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი)
** სხვა ბუღალტრული საქმიანობების შესრულება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული ენა - სრულყოფილად, ინგლისური- მაღალ დონეზე, რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია, საქართველოს ქაღალდის წარმოების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Georgianbox@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |