www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End პროგრამისტი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას Front-End პროგრამისტის პოზიციაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" სხვა ფუნქციებთან ერთად ახორციელებს საკრებულოს, მერიის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, ასევე თბილისის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ერთიანი ელექტრონული სერვისების პორტალის შექმნას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ვაკანტური ადგილი: 2

Front-End პროგრამისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Nodejs - NestJS;
** Rest API;
** HTML;
** CSS - Sass/Scss
** Javascript - Angular 2+ / Angular Material;
** DevOps Tools (Git, Confluence, Jira, Postman).

უპირატესობა მიენიჭება შემდეგ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილებას

** MongoDB;
** Docker, Kubernetes, OKD ან Openshift.

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 5 ივნისამდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@msda.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Front-End პროგრამისტი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსის პირველი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა
მეორე ეტაპი: გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |