www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

სს "იბერია რეფრეშმენტსი" პეპსიკოს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ხელშეკრულების ვადა არის დროებითი (7 თვე).
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თეთრი ხევი ჰესის დასახლება, ორხევი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური და პროგრამული პრობლემების აღმოფხვრა;
** თანამშრომლების კონსულტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** პროგრამული და სისტემური უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის (მათ შორის პრინტერი, სკანერი) ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სააპლიკაციო პროცედურები:

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IT სპეციალისტი" სათაურის (Subject) ველში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |