www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრანზაქციების დადასტურება და ანგარიშსწორების სპეციალისტი
მომწოდებელი: საპენსიო სააგენტო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

სსიპ საპენსიო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის ტრანზაქციების დადასტურება და ანგარიშსწორების სპეციალისტის (ოპერაციების უფროსი ანალიტიკოსის) პოზიციაზე.

საინვესტიციო სამსახურის ამოცანაა საპენსიო აქტივების ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ყოველდღიური კომუნიკაცია სპეციალიზებულ დეპოზიტართან
** საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული მხარდაჭერა - შიდა ანგარიშგებების შედარება დეპოზიტარის სისტემებთან, ცალკეული ოპერაციების და პოზიციების დონეზე; SWIFT შეტყობინებების ანალიზი, მომზადება და შემოწმება; ტრანზაქციების ანგარიშსწორების პროცესის მართვა ტრანზაქციის ყველა ეტაპზე.
** საინვესტიციო პორტფელების ყოველდღიური და ყოველთვიური რეკონსილაცია
** ანგარიშსწორების პროცესის სათანადო წესით დოკუმენტირება და შენახვა
** კორპორატიული ქმედებების მონიტორინგი და შესაბამისი სამუშაოების კოორდინაცია დაკავშირებულ მხარეებთან ორგანიზაციის შიგნით და გარეთ
** საინვესტიციო პორტფელის და ინვესტირების პროცესის შესაბამისობის კონტროლი შიდა პროცედურებთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, კანონმდებლობასთან და სხვადასხვა რეგულაციასთან
** საინვესტიციო პორტფელების რეგულარული ანგარიშგება და ამ მიზნით ორგანიზაციის შიგნით და გარეთ სხვადასხვა ქვედანაყოფებთან კოორდინაცია
** არსებული პროცესების ანალიზი, დახვეწა და შესაბამისი წესების და პროცედურების შექმნა ბაზრის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით
** საინვესტიციო სამსახურის სხვადასხვა მოთხოვნის ოპერაციული მხარდაჭერა, რაც შეიძლება წინასწარ არ იყოს განჭვრეტადი.
** საჭიროების შემთხვევაში, საინვესტიციო საბჭოს და სხვადასხვა კომიტეტის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება განსაზღვრული პროცედურების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში
** აქტივების კლასების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები
** ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების პროცესის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** საბროკერო კომპანიაში, აქტივების მმართველ კომპანიაში, კომერციული ბანკში ან საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ბექ ოფისი ან middle office)
** სხვადასხვა კორპორატიული ქმედებების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** ანგარიშსწორების სისტემებთან (SWIFT) ან/და საინვესტიციო პროგრამებთან (Bloomberg, Reuters) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა. რუსული ენის ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული, ენერგიული, აქტიური და დისციპლინირებული
** ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა, წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დინამიურ გარემოში მუშაობის და დათქმულ ვადებში დავალების შესრულების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 8 ივნისის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტრანზაქციების დადასტურება და ანგარიშსწორების სპეციალისტი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაინიშნება გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |