www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
თანდართული ფაილი: 65366_lomisi_proc_8614014.zip
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 6 ივნისი

"ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს ნომრით #-EF-GE/475
- პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევა.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

კვებითი მომსახურების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს:

** ყოველდღიურად უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების კვება იმ რეჟიმითა და ასორტიმენტით, რომელიც მოყვანილია დანართში;
** აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა, გაყინული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლოს მხოლოდ A(1) კატეგორიის პროდუქტით, რომელთაც აქვთ საჭირო შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** საკვები პროდუქტების და მზა კერძების მომზადება აწარმოოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებისათვის;
** უზრუნველყოს მაგიდებზე ყველა სამაგიდო ატრიბუტიკის (მარილი, პილპილი, მდოგვი), ქაღალდის ხელსახოცების, კბილის საწმენდი ჩხირების მუდმივი არსებობა;
დამკვეთის მიერ მიწოდებული ხსნარებით აწარმოოს ხელსაწყოების და და ინსტრუმენტების რეგულარული სანიტარული დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მომსახურეობების გაწევისას, ასევე პერსონალის სპეცტანსაცმლის სისუფთავე;
** შემსრულებელი დამოუკიდებლად აფორმებს ყველა საჭირო ნებართვას, ლიცენზიასა და სხვა დოკუმენტებს, რაც საჭიროა მოცემულ მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

დარიგების ხაზის მუშაობის რეჟიმი:

** ყოველდღიურად დასვენების დღეების გარეშე:
** დღის ცვლა - 12:00 - დან 15:00 - სთ-მდე
** ღამის ცვლა - 21:00 სთ - დან 22:00 სთ-მდე;

შემსრულებელი ვალდებულია კერძების დამზადებისას გაითვალისწინოს მარხვის დღეები და ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით კერძების ნაწილი მოამზადოს სამარხო;

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

გადახდის პირობები: ყოველთვიური, ინვოისის გამოწერიდან 10 დღის ვადაში.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება : პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
** წარწერა: კონფიდენციალურია

გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. ლუდსახარში ნატახტარი, სს.ლომისი

შემოთავაზების მიღება იწყება 21/05/2020 14:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 04/06/2020 14:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ზურაბ კვესელავა, პერსონალის მართვის დეპარტამენტი
სს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი: მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი,
ტელ.: (+99532) 2180797
ელფოსტა: HRTenders@ge.anadoluefes.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |