www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი/მოლარე - რეზერვი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

სს "ტერაბანკი" თბილისში და მარნეულში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია მომხმარებლების კვალიფიციური და მაღალი ხარისხით მომსახურება.

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** თეორიული და პრაქტიკული მომზადება პროფესიონალი ტრენერების მიერ
** პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ. სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია

თეორიული და პრაქტიკული მომზადების შემდგომ:

** დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად. ანაზღაურება დარიცხული 550 ლარი
** 24 საათიან რეჟიმში დასაქმების შემთხვევაში - ყოველ გათენებულ ღამეზე დანამატი დარიცხული 25 ლარის ოდენობით
** ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად
** ბანკში მოლარე-ოპერატორის/მოლარის ვაკანტური პოზიციის წარმოშობისას წარმატებული სარეზერვო თანამშრომელი გადაყვანილი იქნება შტატიან თანამშრომლად.

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შეტანა/გატანა
** სალარე და სავალუტო გადარიცხვების წარმოება
** ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა
** ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების შესრულება
** ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნა
** კლიენტების საოპერაციო პროდუქტებით მომსახურება
** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: tera.jobs@terabank.ge

CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 05 ივნისი, 17:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |