www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm - ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი სრული, შაბათი - ნახევარი დღე.
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სრული პროცესის მართვა
** კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა
** მარკეტინგული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება
** სოციალური მედიის გუნდის კოორდინაცია და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი
** პრესრელიზების, სტატიებისა და სხვა მსგავსი მასალების მომზადების უზრუნველყოფა
** PR მიმართულებით პროცესებისა და მონაცემების ანალიზი, მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოქნილობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური დავალება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "PR მენეჯერი".

CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლოო ვადა: 10/06/2020.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |