www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ქართული სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"ქართული სადისტრიბუციო კომპანია" (GDC) აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები პირველი ერთი თვის მანძილზე გაივლიან სტაჟირებას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრისელერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 3 წელი - ღვინის/ალკოჰოლური სასმელების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარ სახელზე გაფორმებული ავტომობილი (სავალდებულოა);

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება, კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების გაფორმება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, ახვლედიანის ქუჩა
სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:30 სთ. - 19:00 სთ.
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე (ორშაბათი - შაბათი).
ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება კანდიდატთან გასაუბრებისას.
აღნიშნულ პოზიციაზე განიხილება როგორც მამრობითი, ისე - მდედრობითი სქესის კანდიდატები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com და აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისეილერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |