www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: DentaShop
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

შპს "დენტაშოპი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე თბილისში: კურიერის პოზიცია - კომპანიის კუთვნილი მოპედით ან საკუთარი მოპედით.

შპს "დენტაშოპი" ახორციელებს სტომატოლოგიური მასალების დისტრიბუციას და წარმატებით მუშაობს B2B სექტორში. ასევე მუდმივად ტარდება სასწავლო კონფერენციები და ლექციები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და კლიენტებისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება
** რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა
** ნაშთის აღრიცხვა და კომპანიაში დაბრუნება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მოპედის მართვის გამოცდილება (იმ შემთხვევაში თუ ისარგებლებთ კომპანიის კუთვნილებაში არსებული მოპედით);
** თბილისის ქუჩების კარგად ცნობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მოტივირებული და ორგანიზებული;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება პირველი სამი თვის განმავლობაში 400 ლარიდან კომპანიაში დაწინაურების პერსპექტივით.
** საწვავის და საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება
** საბონუსე სისტემა
** მუდმივი გადამზადება და წინსვლის პერსპექტივები
** კანდიდატები გაივლიან ერთ კვირიან სწავლების პერიოდს
** მეგობრული და ენერგიული თანამშრომლების გარემო
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@dentashop.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კურიერი".

შემოუერთდით დენტაშოპის ყველაზე ენერგიული და კომპეტენტური თანამშრომლების გუნდს!
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |