www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: რონდელის ფონდი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფონდის საკომუნიკაციო სტრატეგიის და საკომუნიკაციო გეგმების განხორციელება თითოეული პროექტისათვის;
** ფონდის ონლაინ სივრცის მართვა:
** ფონდის ვებ-გვერდის, Facebook, Twitter და Instagram-სთვის კონტენტის შექმნა.
** ვებ-გვერდის მართვა.
** სოციალური მედიის კამპანიის დაგეგმვა და შემუშავება, ფონდის ხილვადობის გასაზრდელად.

დიზაინი და პუბლიკაცია:

** პროდუქციის შექმნისა და გავრცელების კოორდინაცია - პრომო ვიდეოები, სოციალური რეკლამები, სოციალური მედიის პოსტერები, ბანერები, ბრენდირებული მასალები.
** პუბლიკაციების შექმნის კოორდინაცია - დიზაინი, გამოქვეყნება და ბეჭდვა.

მედიის მართვა:

** პრესრელიზების მომზადება.
** მედიასთან კომუნიკაცია, მედიასთან საკონტაქტო სიის განახლება.
** მედიის მხრიდან ინტერვიუს მოთხოვნების კოორდინაცია.
** ღონისძიებებსა ან პუბლიკაციებზე არასწორი ან მიკერძოებული ანგარიშების მონიშვნა.

ღონისძიებები:

** ფონდის ღონისძიებების ორგანიზება.
** საკონტაქტო სიის განახლება.
** ღონისძიებებისთვის მოსაწვევთა სიის მონახაზის შექმნა.
** ღონისძიების ხილვადობის უზრუნველყოფა სოციალურ მედიაში, პოსტების კოორდინაცია გუნდთან ერთად.
** მედია გაშუქების უზრუნველყოფა, ინტერვიუების კოორდინაცია.
** მედია გაშუქების შემდეგ, ანგარიშებისთვის მონაცემების შეგროვება ფონდის ხილვადობის გაზრდის მიზნით.

განათლება, უნარები და მოთხოვნები:

** უნივერსიტეტის დიპლომი ჟურნალისტიკაში, მასობრივ კომუნიკაციებში, საზოგადოებრივ ურთიერთობასა და სხვა მსგავს მიმართულებაში.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტის ან პიარის მიმართულებით მუშაობის.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება WordPress-ზე დაფუძნებული ვებ-გვერდების მართვის.
** ქართულისა და ინგლისურის ენების მაღალ დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა პლუსია.
** კრეატიულობა.
** დროის ეფექტიანი განაწილების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა.
** გრაფიკული დიზაინის საბაზისო უნარები (Adobe Photoshop და/ან Illustrator)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV (Curriculum Vitae) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: info@gfsis.org

თქვენ ასევე შეგიძლიათ დამატებით დაურთოთ მასალები, რომლებიც წარმოაჩენენ თქვენს გამოცდილებას ამ სფეროში. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივნისი.

ინტერვიუზე მოწვეულები იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |