www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ამწის მექანიკოსი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

შპს "ადლი" არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს. კომპანია "ადლი" ჩართულია ისეთი ცნობილი პროექტების სამშენებლო სამუშაოებში როგორიცაა: შპს "ტერასა ჯგუფი", შპს "მეგობრობა", შპს "ფენიქსი", "ინოვაციების ცენტრი", სასტუმრო "თბილისი თაუერი" და სხვა.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას - ამწის მექანიკოსის ვაკანსიაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კოშკურა ამწის მონტაჟი/დემონტაჟის სამუშაოებში უშუალო ჩართულობა;
** სამონტაჟო პროექტის შესაბამისად ყველა მექანიკური კვანძის მონტაჟი;
** ამწის ელექტრომოწყობილობის მონტაჟი;
** კოშკურა ამწის ძრავების, სამუხრუჭე სისტემების, დანადგარების მექანიკური ნაწილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მექანიკურ-ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ამწის მექანიკოსი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05 ივლისი, 2020 წ.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |