www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: servisebi.ge
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სერვისები.ჯი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, (ვაჟა-ფშაველას 29)
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით (არა უმეტეს 8 საათისა)
ანაზღაურება: ფიქსირებული (განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
ბონუსი: (განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით).

სამუშაოს მოკლე აღწერა და ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიასთან ერთად მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით საქმიანობის დაგეგმვა და დასახული ამოცანების შესრულება;
** გაყიდვების ზრდა - გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად ახალი იდეების და განვითარების გეგმის შემუშავება;
** კომპანიაში არსებული სერვისების ზედმიწევნით ცოდნა და მოლაპარაკებების ეფექტური წარმართვა;
** ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა და პროცესში გათვალისწინება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და მუდმივი კომუნიკაცია არსებულ პარტნიორებთან;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელსაც:

** შეუძლია ეფექტური და გამართული მეტყველებითი და წერითი კომუნიკაცია;
** აქვს საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** აქვს ციფრული პროდუქტების შესახებ ზოგადი ცოდნა და ამ სფეროში განვითარების მოტივაცია;
** შეუძლია ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია (ჩაითვლება პრიორიტეტად);
** აქვს გაყიდვების ზოგადი ტექნიკების განხორციელების უნარი და შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
** აქვს გაყიდვების/მომხმარებელთან კომუნიკაციის სფეროში გამოცდილება ან აქვს მიღებული განათლება ამ კუთხით;
** აქვს გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმისადმი კეთილგანწყობა და ინტერესი არის გადამწყვეტი დამსაქმებლისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენი კომპანია:

** კომფორტულ და დასაქმებულის მოტივაციაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მუდმივ კარიერულ განვითარებას და საინტერესო სამუშაო პროცესს;

თუ თვლი, რომ ჩვენი ვაკანსია შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე info@servisebi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |