www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტში, 1C პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების განხორციელება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
** ახალი ფუნქციონალის შექმნა/შემოწმება/ტესტირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** "1C : წარმოების" პლატფორმის ძირითადი მექანიზმების ცოდნა;
** საბუღალტრო და ოპერატიული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე სავალდებულოა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირობები:

** გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |